|
2016-10-05 13:05:01, 562 ნახვა
საზოგადოება
“ჯი-ემ-პი“-მ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI-ზე საქართველო კიდევ ერთხელ წარადგინა
4 ოქტომბერს, ბარსელონაში მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც უკვე მეორედ, “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო, როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი. ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ. მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და წელსაც ვიზიტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან. „წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ჯი-ემ-პი”-ს ლოკალურიდან გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.
(NS)
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)