|
2015-03-16 12:29:48, 552 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მომხრე
„კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მომხრე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ კი დაინახავს, რომ თანასწორობა გენდერული კვოტების გარეშე ვერ მიიღწევა, მაშინ ის კვოტების მომხრე იქნება. „კვოტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასევე ვარ თანასწორობის მიმხრე. თუ ვხედავ, რომ თანასწორობა კვოტების გარეშე ვერ მიიღწევა, მაშინ კვოტების მომხრე ვიქნები. ცუდია კვოტები, სირცხვილია კვოტები, მაგრამ ჩავხედოთ სისხლის სამართლის კოდექსს. სირცხვილი არ არის იქ რაც გვიწერია?! ბევრი რამეა არასწორი და ცუდი, მაგრამ კანონით რეგულირდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში აუცილებელია სამწუხაროდ საკანონმდებლო ჩარევა. მე გარდა იმისა, რომ კვოტას ვეწინააღმდეგები, მომხრე ვარ თანასწორობის, კიდევ უფრო მომხრე ვარ თავისუფლების. ნებისმიერი კანონი, ეს არის თვისუფლების შეზღუდვის ახალი მექანიზმი, თუმცა ასევე კარგად ვიცით, რომ თუ რაღაცეები კანონით არ შევზღუდეთ, ჩვენი ნანატრი თავისუფლება ვერ მიიღწევა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)