13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:09:06, 730 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

ლინკევიჩუსი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. 

"მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ფორმალური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ახლა არის რეალური შანსი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ცნობისთვის, ლიტვის მთავარი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებს ეძღვნებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics