2016-10-04 11:18:46, 2456 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ქურთების ქორწილში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰასაკაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ იფნორმაციას სააგენტო Sana ავრცელებს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 90-მდე ადამიანმა მძიმე სახის დაზიანებები მიიღო. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
აფეთქება ქალაქ ჰასაკასა და ქამიშლის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე შენობაში მოხდა.
დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ სააგენტო Amaq-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა მებრძოლმა განახორციელა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, ჰასაკას რეგიონის უმეტეს ნაწილს ქურთები აკონტროლებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან