|
2016-10-03 16:57:11, 1466 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიდმინარე წლის 26 იანვარს, ქალაქ ანკარაში საბაჟოს საერთაშორისო დღის ეგიდით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მიიღეს. „მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას, დასახავენ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ადმინისტრაციული დანახარჯების შემდგომი შემცირების ხარჯზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვას. ვიზიტის ფარგლებში, მიღებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის. 2016 წლის 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაიმართება საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის ერთობლივი პრესკონფერენცია”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)