11:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 16:55:38, 769 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გიორგი ბირბიჩაძემ და თეიმურაზ ჩოჩუამ ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა სკვერის სრული განახლება, სავალი ბილიკები ქვაფენილით მოპირკეთდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფანჩატურებს, საქანელებს, სკამებს. გარდა ამისა, სკევრში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მოიხატა კედლები და შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ შეასრულა.

„ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის I მ/რ-ის მოსახლეობას კიდევ ერთი ლამაზი სკვერი აჩუქა. აქ კაპიტალურად შეკეთდა და გარემონტდა წლების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარი, აღდგა და შეკეთდა შადრევანი, გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დიდი ძალისხმევის შედეგად, მოიხატა და გალამაზდა კედლები“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბიჩაძემ.

„პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა . ყველას ძალიან მოსწონს ფერები, მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოხატულმა კედლებმა ეს ტერიტორია გაახალისეს“, - აღნიშნა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა თაკო ასიტაშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics