|
2016-10-03 16:53:26, 711 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში 6 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ახორციელებს. სკვერებში არსებულ ბილიკებზე ძველი ფილები ახლით იცვლება, მონტაჟდება ახალი საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. ტერიტორიები იღობება ლითონის დეკორატიური კონსტრუქციებით, ძველი საჩრდილობლები კი ახლით იცვლება. სკვერებში ასევე ეწყობა პატარებისთვის განკუთვნილი სათამაშო ატრაქციონები, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით, კაუჩუკის რბილი იატაკი უკეთდება. წერეთლის გამზირ N55-ში, ქურდიანის ქუჩა N6-ში, ხოშარაულის ქუჩა N24-ში, ცაბაძის ქუჩა N2-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე და მე-4 კვარტლის 21-ე კორპუსებთან მდებარე სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გეოსერვის +" ახორციელებს. სკვერების რეაბილიტაციის შემდგომ, დიდუბისა და დიღმის მასივის მოსახლეობას დამატებით 6 კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ზონა ექნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)