|
2016-10-02 10:25:53, 1089 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა გააცილეს
საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს. გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ. რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა. ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში სიტყვა წარმოთქვა. რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)