|
2016-10-01 15:13:31, 591 ნახვა
საზოგადოება
ირლანდიაში ქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა
ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქალაქ დუბლინში ქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „Natura Tea Company", რომლის წამომადგენლებმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და მისი ნაირსახეობები. პრეზენტაციას ირლანდიაში მოქმედი ჩაის იმპორტიორები, სასტუმროებისა და სუპერმარკეტების ქსელების მომმარაგებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ჩაის მიმართულებით მოღვაწე პროფესიონალები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. „ირლანდიაში ჩაის მოხმარების კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ქართულ ჩაის ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ირლანდიელი ჩაის იმპორტიორებისა და ამ სფეროში მოქმედი პროფესიონალებისათვის ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქცია გაგვეცნო და შეგვეთავაზებინა. მოხარული ვარ, რომ დუბლინში პირველად შედგა ქართული ჩაის პრეზენტაცია და პროდუქციამ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)