|
2016-10-01 12:24:45, 1051 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღასრულა
რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღასრულა. პაპმა წირვაზე დამსწრე ეპისკოპოსებს, მთავრობის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტირქ ილია მეორეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. პაპმა ფრანცისკემ მადლობა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს გადაუხადა. „მადლიერი ვარ, რომ მონაწილეობა მიიღეთ დღევანდელ წმინდა წირვაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მადლიერებას გამოვხატავ პრეზიდენტის და პატრიარქის მიმართ, ილოცეთ და გამაყოლეთ თქვენი ლოცვები. პირობას გაძლევთ, მეც ვილოცებ თქვენთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცახადა რომის პაპმა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, წირვის ტრანსილირებას რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება ახორციელებდა. პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს. ცნობისთვის, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს უკვე შეხვდა. პაპის ვიზიტი ხვალ დასრულდება. ის საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. პაპი ფრანცისკე საქართველოს გუშინ ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)