10:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 18:53:59, 732 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი ოზურგეთში საწარმო "გეოპლანტს" ესტუმრნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი დღეს ოზურგეთში ჩაი „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ ესტუმრნენ, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით 2015 წელს გაიხსნა.

„ჩვენი ოპონენტები გამუდმებით გვეკითხებიან, როგორ განვითარდა კერძო სექტორი და სად არის ის წარმატებული საწარმოები, რომლებიც ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი საწარმო და წარმატებული მაგალითი გურიაში არის „გეოპლანტი“. ცხადია, ამ არჩევნებში მათ ხალხისთვის მეტი შეკითხვები აქვთ, ვიდრე პასუხები - ამიტომაც, ჩვენი ოპონენტების შანსები არჩევნებში ძალიან დაბალია“,- განაცხადა თალაკვაძემ. 

ჩაი „გურიელის“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“ როგორც საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ჩაის ექსპორტს ემსახურება. საწარმო, რომლის წარმადობაც წელიწადში 180 ტონა ჩაის პროდუქციაა, 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 60 ადამიანია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics