|
2015-03-15 13:28:34, 893 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა მოსამართლეს: თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია
თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე, მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია,“-ასე მიმართა ბრლდებულმა გიგი უგულავამ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, რომელიც დამძიმებული ბრალის გათვალისწინებით, უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. უგულავას თქმით, მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და პროკურატურამ კვირა დღე სასამართლოსთვის განგებ შეარჩია. „შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არც ერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ალბათ თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლე. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს რომ იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე. მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია,“-განაცხადა გიგი უგულავამ. ამ განცხადების შემდეგ გიგი უგულავამ სიტყვის სასამართლო დარბაზი დატოვა. შეგახსენებთ, გიგი უგულავას ბრალდებები დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)