|
2016-09-29 21:49:14, 864 ნახვა
საზოგადოება
ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე, საქართველოდან წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა
საფრანგეთში, პარიზში ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა დასრულდა, სადაც საქართველოდან წარდგენილი 3-ვე კანდიდატის შესახებ იმსჯელეს და კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათი არც ერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა. კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. არსებუილ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კომიტეტმა თბილისის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 47 კანდიდატი მონაწილეობდა. ამ კანდიდატურებიდან 5 კანდიდატი შესარჩევმა კომისიამ საქართველოს მთვარობას წარუდგინა. ევროსასამართლომ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)