|
2015-03-14 14:17:54, 2468 ნახვა
სამხედრო
სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა. კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოაედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა ხელძღვანელი პირები დაესწრნენ. კურსის დასრულების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მსმენელებს კურსის დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წარმატება უსურვა. უწყების ცნობით, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. საბაზისო ზამთრის კურსის ფარგლებში, საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა სამხედრო მოსამსახურეებს თხილამურებზე სრიალი და ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები გააცნეს. მონაწილეები თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს“ მოწყობას დაეუფლნენ. სამხედროებმა სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში ტაქტიკური მარშებიც განახორციელეს. ცნობისთვის, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და დღეს ოფიციალურად დასრულდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)