|
2016-09-28 17:21:03, 3992 ნახვა
კულტურა
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და "თიბისი ბანკის" დაფინანსებით, "ფიროსმანის აღდგენის" მასშტაბური პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორ ნამუშევარს-"თამარ მეფესა" და "შოთა რუსთაველს" ჩაუტარდება. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა. სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები-ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ. რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში, მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება- ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცული ორ ნამუშევარის-"თამარ მეფისა" და "შოთა რუსთაველის" რესტავრირების პროეექტი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ინიციატორი და პარტნიორი ამ პროექტის კერძო სექტორის წარმომადგენელია, თიბისი ბანკია, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ამ ორი სურათის აღდგენით არ დასრულდება და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას",-აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს, ოჯახმა ეს ნამუშევრები გადასცა "ხალხთა მეგობრობის მუზეუმს", საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა. ამ დროიდან, ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაეობის გამო, ნახატებს მრავალმხრივი დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)