|
2016-09-28 15:21:28, 664 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია კაცობრიობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის. ნება მიბოძეთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ხალხს. მისი აღმატებულება შიმონ პერესი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელმაც ყველაზე რთულ დროს ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ისტორიული როლი შეასრულა. ამ დიდმა პოლიტიკოსმა მთელი თავისი ცხოვრება კოფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას მიუძღვნა და ნობელის პრემიით სწორედ მშვიდობის განმტკიცებასთვის დაჯილდოვდა. მჯერა, რომ ებრაელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბატონი შიმონ პერესის სახით უდიდესი მეგობარი დაკარგა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მემკვიდრეობა დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობებისათვის. გთხოვოთ, გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა შიმონ პერესის ოჯახს", - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)