|
2016-09-27 18:49:21, 616 ნახვა
საზოგადოება
მალაიზიის სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს
მალაიზიის სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. მალაიზიის დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 37 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)