|
2016-09-27 14:22:20, 625 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თამარ ჟვანიამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. „დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს“, -განაცხადა თამარ ჟვანიამ. სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)