|
2016-09-27 10:36:10, 620 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და იან კელიმ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბუგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აგრარული დარგის განვითარებას უწყობს ხელს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობა, რაც, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში, მნიშვნელოვანი დახმარებაა ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიების გატარების პროცესში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმებს გააუმჯობესებს და დაახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან; შედეგად, საქართველო ევროპისა და ამერიკის უფრო სანდო პარტნიორი გახდება ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობაში. ბულგარელი და ამერიკელი ექსპერტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სტრუქტურებს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების პროცედურათა ევროპულ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს გააცნობენ. საქართველოში არსებული პოტენციალის გაანალიზებით შეიმუშავებენ განვითარების სტრატეგიასა და რეკომენდაციებს. ასევე, დაეხმარებიან მათ საერთაშორისო დონეზე რისკის შეფასების სათანადო ინსტიტუციებთან კომუნიკაციაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)