|
2016-09-26 17:48:14, 664 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს კონსულტაცია გაუწიეს
40-მდე მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების 7 სხვადასხა დაწესებულებაში, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, 20-23 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონისძიების ფარგლებში, პატიმრებს, დაბეგვრის შეღავათიანი წესის შესახებ, გაეწიათ კონსულტაცია. მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ მინიჭებული სტატუსით, გათავისუფლების შემდგომაც შეუძლიათ ისარგებლონ. მსჯავრდებულთა რეგისტრაცია, როგორც გადამხდელ ფიზიკურ პირად, ასევე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge - ის მომხმარებლად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე განხორციელდა. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებით, მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ მაღაზიაში, პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის უფლება მიეცათ. მათ რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე, საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილების 13 მუხლის საფუძველზე, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ, მიკრო ბიზნესის სატატუსის მინიჭებისათვის, დამტკიცებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)