|
2016-09-26 17:31:44, 512 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი" დააჯილდოვა. „როდესაც ქართული ჯარის აღმშენებლობაზე ვმუშაობთ და სამხედრო წვრთნებს ვატარებთ, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან არაკეთილმოსურნეები. ვფიქრობ, რომ იმ წვრთნებზე დაკვირვებას ნაკლები აზრი აქვს - დღეს, უნდა ენახათ ის, რა ძალაც და შემართებაც, გაუტეხელობაც არის ქართველ ჯარისკაცში. აზრი აღარ აქვს წვრთნებზე დაკვირვებას - ჩვენი სული უტეხია და ამ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ესეთი ჯარისკაცები ვერავინ ვერსადროს ვერ დაამარცხებს და დიდი მადლობათქვენ ამისთვის, რაც დღეს აჩვენეთ საზოგადოებას და რაც დღეს გვაჩვენეთ ყველას ჩვენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში მონაწილეობას ამპუტანტი ფეხბურთელების 6 გუნდი იღებდა. მატჩს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)