|
2016-09-26 17:28:02, 629 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი-ფარმასა“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით ასპინძის რაიონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
„ავერსის კლინიკისა“ და „ავერსი-ფარმას“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 25 სექტემბერს „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსი-ფარმას“ ორგანიზებით გაიმართა უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ასპინძის რაიონის მოსახლეობისთვის. „ავერსის კლინიკის“ ექიმები ასპინძის რაიონის სოფლების: ხიზაბავრის, საროს, თოკისა და ვარგავის, - მოსახლეობას ჩაუტარეს ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები. „ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტი. „ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ასპინძის რაიონის მოსახლეობას განსაკუთრებით სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა. ასეთ აქციებს „ავერსი“ მომავალშიც გამართავს. ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თინეთში. აქციების სერიის ფარგლებში გაიცა 60 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)