|
2016-09-26 16:51:52, 691 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით. ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება. „ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)