|
2015-03-13 17:08:01, 552 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: საქმით მტკიცდება, ვინ ვის დაკრულზე დადის
პარლამენტის „თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის“ თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად არ ჩავიდა. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ „მასკარადებში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. „ძალიან მარტივია კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ჩავედი ქუთაისში. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ აპოკალიფსური სცენარების დამქაშების ასე ვთქვათ მასკარადებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდი. გუშინ იყო საკომიტეტო მოსმენა, რომელიც 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ღირებული კითხვა არ დაუსვამს და ერთმანეთის კითხვების გამეორებით იყვნენ დაკავებულები. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. კითხვები მაინც ჩამოეწერათ და დაეტოვებინათ მინისტრებისთვის. ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობრები, „თავისუფალი დემოკრატები“ იგივენაირად აცხადებენ, რომ ნაციონალური ოცნება არ ჩავიდა და საქმეში მტკიცდება, ვინ ვის დაკრულზე დადის. ჩვენ ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან მთავარი მოვისმინეთ, რომ მთავრობამ ბიზნესის ხელშესაწყობად სერიოზული ნაბიჯები გადადგა, სერიოზული გეგმებია, სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით და დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემო არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. დარწმუნებულები ვართ, არა თუ ამ კრიზისიდან გამოვალთ, სერიოზული მიღწევები გვექნება“, – აღნიშნა სესიაშვილმა. ცნობისთვის, ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო ჩანიშნული, არ გაიმართა. სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. იმისათვის, რომ ქვორუმი შემდგარიყო, სხდომაზე 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. თუმცა ქუთაისის პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მივიდნენ. უმრავლესობიდან კი, ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხდომა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 სათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განეხილათ. რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც არ გამოთქვეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გუშინ განაცხადეს, მათ პარლამენტს საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინეს. ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ საკომიტეტო სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები განიხილეს.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)