|
2016-09-26 15:35:24, 636 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს მერლინ ვოლს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტი LCC საქართველოს პროგრამის ფარგლებში, დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს. უწყების ცნობით, პროგრამა განკუთვნილია ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დამფუძნებლებსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით, მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)