|
2015-03-13 16:46:59, 633 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 1 000 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი დაიდგმება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია „თბილსერვის ჯგუფში“ ნაგვის ახალი კონტეინერები დაათვალიერა და კომპანიის გეგმებს ადგილზე გაეცნო. სამომავლო გეგმების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფმა“ პირველ ეტაპზე 1000 ცალი ახალი კონტეინერი უკვე შეისყიდა და მის განთავსებას თბილისის უბნებში ხვალიდან დაიწყებს. ლითონის 1100 ლიტრიანი 500 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი და პლასტმასის 240 ლიტრიანი 500 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი ძირითადად წერეთლის, აღმაშენებლის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას გამზირებსა და კოსტავას ქუჩაზე განთავსდება. მერიის ცნობით, უკვე დასრულდა ტენდერი ლითონის 1100 ლიტრიანი 2 000 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის, პლასტმასის 240 ლიტრიანი 700 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერისა და პლასტმასის 120 ლიტრიანი 800 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვაზე. აღნიშნულ კონტეინერებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილსერვისს“ უახლოეს პერიოდში მიაწვდის. იგეგმება, ასევე, 1000 ცალი 50 ლიტრიანი ახალი დიზაინის არაწვადი კონტეინერების შეძენაც. თბილისის მერის თქმით, წლის განმავლობაში ჯამში „თბილსერვისი“ დედაქალაქს 5500 სხვადასხვა მოცულობის ახალი კონტეინერით მოამარაგებს. მისივე თქმით, დაწყებულია ხევების და მუნიციპალური სასაფლაოების გაწმენდა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალაქი მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. „თბილსერვის ჯგუფის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ, რომ ახალი ტექნიკის შეყვანის შემთხვევაში, უბნები უფრო მეტად მოვიცვათ და ვითარება ამ თვალსაზრისით გაუმჯობესდება. მას შემდეგ რაც გამკაცრდა ჯარიმები, გარკვეული შედეგი გვაქვს, თუმცა უფრო მეტი სიმკაცრეა ამ თვალსაზრისით საჭირო. უკვე დასრულდა ობიექტების პასპორტიზაცია, რომლის შედეგად ძალიან ბევრი ისეთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომლებიც წლების განმავლობაში არ იხდიდნენ დასუფთავების მოსაკრებელს და რეალურად სარგებლობდნენ სერვისით. გარდა ამისა, წელს პირველად, გლდანის ტერიტორიაზე გაკეთდა სამშენებლო ნაგავსაყრელი და ქალაქში სამშენებლო ნარჩენები ქაოტურად აღარ დაიყრება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ ასევე გეგმავს ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის განახლებას. თბილისის მთავრობის განკარგულებით, ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელიც ბაზრის კვლევას განახორციელებს და ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტს შეიმუშავებს. გარდა ამისა, უკვე გამოცხადდა ტენდერი კომპანიის ტექნიკური თანამშრომლებისათვის სპეცტანსაცმლის შეძენაზეც. გაუმჯობესდება ტანსაცმლის ხარისხი და დიზაინი.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)