|
2015-03-13 15:48:29, 813 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს - საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 13 მარტს, კახა მარგიანის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე. კ. მარგიანს სტუმრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ კ. მარგიანი, გ. რატიანი და ზ. ჯაფარიძე ერთმანეთს დაშორდნენ. რამოდენიმე წუთში კახა მარგიანი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მიმავალი გიორგი რატიანის და ზაზა ჯაფარიძის მიმართულებით მოახდინა რამოდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე დაიჭრა ზურგის არეში. მომხდარი ფაქტის შემდეგ კახა მარგიანი შემთხვევის ადგილიდან შეეცადა მიიმალვას, თუმცა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათივე ცნობითმ ამჟამად საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)