|
2016-09-25 18:07:55, 937 ნახვა
საზოგადოება
განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს
განახლებული აღმაშენებლის გამზირი ცოტახანში საზეიმოდ გაიხსნება. გამზირის გახსნის ღონისძიება ბიგ-ბენდის კონცერტით უკვე დაიწყო. ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მინიტრთა კაბინეტის წევრები და საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. პროექტის - „ახალი ტფილისი“ პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო ინფრასტრუქტურა, გამაგრდა და პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდა გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყო გადასასვლელები, მოპირკეთდა ქუჩა, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდა ტერიტორია. პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)