2016-09-25 17:15:20, 781 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების- ციხისჯვარის, ანდეზიტის, აგრეთვე, ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა.
ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ციხისჯვარში, ანდეზიტია და ბაკურიანში წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან