|
2016-09-25 16:28:00, 732 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
გავრცელებული ინფორმაციით (http://ick.ge/articles/30936-i.html) 23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა. ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. თამაზ მათეშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ბოდიში მოუხადა ჟურნალისტსა და საზოგადოებას. თუმცა, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტი არ დარჩეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რისთვისაც აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. მათივე ცნობით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისაგან. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“; რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი; რეგიონული მედიის ასოციაცია; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია: მედიაკლუბი; არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)