|
2016-09-24 22:26:32, 772 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი იაპონური ტრადიციული თეატრის წარმოდგენას დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, იაპონური ტრადიციული თეატრის „ნო" წარმოდგენას დაესწრო, რომელიც იაპონიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად იმართება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მაკა ჩიჩუას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. იაპონიის ელჩმა სპექტაკლის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ ლედის მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა. იაპონური ტრადიციული თეატრი „ნო", იგივე ნოკაგუ, იუნესკოს მიერ ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული. „ნო"-ს ხელოვნებას უკვე 650 წლიანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)