|
2016-09-24 18:12:06, 938 ნახვა
რეგიონი
კურორტ გოდერძზე ორი ახალი სასტუმრო აშენდება
აჭარის მთავარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად კურორტ გოდერძზე შპს „ალიანს ჯგუფის" სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ინფორმაცია კომპანიის მმართველმა გია ბიწაძემ მიაწოდა. პროექტით რეგიონში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტი"-ს საძირკვლის მოწყობა და პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარე პროცესშია. პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა" განახორციელებს. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. „ალიანს რიზორტი" ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. „ალიანს რეზორტი" 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება. მშენებარე პროექტის შემდეგ მთავრობის თავმდჯომარემ ინვესტორთან ერთად კიდევ ერთ ახალ სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის" ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი „ეიფორია" განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. 3 სართულიან სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ,,აჭარაში გრძელდება აღმშენებლობის პროცესი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გოდერძი რეზორტზე, თქვენ ხედავთ, რომ ფაქტიურად შენდება ქალაქ ქალაქში. ეს იქნება საკურორტო ქალაქი და ამ ქალაქს ექნება ხიბლი, არა მხოლოდ ზამთარის სეზონზე, არამედ წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში. არაერთი მსხვილი კომპანია დაინტერესდა აქ სასტუმროების მშენებლობით. დღეს დავესწარით ერთ-ერთი მშენებლობის პრეზენტაციას და დავათვალიერეთ მშენებლობის მიმდნარეობის პროცესი. დღესვე ჩავაგდეთ ე.წ. კაფსულას ახალი სასტუმროს მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს სრულად დასრულდება შიდა გზები. გაკეთდება ახალი ბორდიურები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, მოეწყობა მწვანე საფარი, შენდება სხვადასხვა ტიპის მოედნები ბავშვებისთვის. იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი. ასევე საბავშვო გასართობი ცენტრი. რაც ყველა მთავარია ეს იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ამ კურორტის მშენებლობით, ჩვენი რეგიონის პოტენციალს გაიგებს მთელი მსოფლიო", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ კურორტზე მიმდინარე პროცესების გაცნობის შემდეგ. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)