|
2016-09-24 10:09:57, 874 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო
თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დღეს, 08:55 წუთზე მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რის გამოც ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება გახდა საჭირო. „ნაძალადევის მეტროსადგურში მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა. სანამ მოხდა ხარვეზის ადგილზე აღმოფხვრა, რომ ეს შემადგენლობა გადაეყვანათ ჩიხში და სათადარიგო მოძრავი შემადგენლობა გამოეყვანათ, დაახლოებით 25-30 წუთი, ახმეტელი-ვარკეთილის მონაკვეთზე შეფერხდა მოძრაობა. მოძრაობა შეფერხდა დაახლოებით 8:55 საათზე, 09:30 საათზე კი, ვარკეთილი-ახმეტელის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში. მათივე ცნობით, მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)