|
2016-09-23 19:43:16, 851 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 7 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისში 7000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ქალაქში შექმნილი საცობების გამო, დაზიანების ადგილებზე ბრიგადები დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. ცნობისთვის, უამინდობამ თბილისს პრობლემები შეუქმნა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, დატბორილია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, გმირთა მოედანი, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. სინოპტიკოსების ცნობით, ნალექიანი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)