|
2016-09-22 16:08:08, 796 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მიზანიქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. უწყების ცნობით, საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ 35-მდე სახეობის გზამკვლევს გასცნობოდა. კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა, რომელსაც ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა აგრარული მეცნიერების მიმართულებით საჯარო ლექციები ჩაატარეს, სადაც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა.ფესტივალიგასვლითი ღონისძიებებით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ჯიღაურასა და წილკანში ცენტრის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზასესტუმრებიან. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას უყრის საფუძველს, რომლის მიხედვითაც, თბილისი მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს შეურთდება, რომელთაც ანალოგიური ფესტივალის ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)