|
2015-01-10 11:11:54, 4146 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქვეყნის გაბანძების მაგალითად აქცია
„ბიძინა ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას ემსახურებოდა. „ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაახლოებით ორას მილიონ დოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას. შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა, უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძების და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ანტისაგანმანათლებლო ინიციატივაში“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)