|
2016-09-22 15:09:59, 636 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი დიდ ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 23 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ პრემიუმ-სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. „თიბისი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეების წარმომადგენლებს და გააკეთებს სპეციალურ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)