16:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:52:50, 901 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: კარგია, რომ ივანიშვილმა "რესპუბლიკელების" საჯარო შეთავაზება გაითვალისწინა და ჩვენთან საუბარი შეწყვიტა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებთან“ საუბარი დაასრულა.

"გუშინწინ მე ივანიშვილთან საუბარი დავამთავრე. ვუთხარი, იმედი მაქვს, რომ დაამთავრებ საუბარს. ძალიან კარგი თუ დაამთავრა და გაითვალისწინა საჯარო შეთავაზება.  კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგია, რომ ივანიშვილმა გაითვალისწინა "რესპუბლიკელების" საჯარო შეთავაზება და შეწყვიტა ჩვენთან საუბარი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილმა უკომენტაროდ დატოვა ივანიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ "რესპუბლიკურ პარტიას“ პინგ-პონგის თამაშის გარდა სხვა საქმე არ აქვს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "რესპუბლიკური" პარტიის ამომწურავი შეფასება გააკეტა.

"მათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავეცი. პინგ-პონგის თამაშის დრო არ მაქვს, "რესპუბლიკურ" პარტიას კი ეტყობა სხვა საქმე არ აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics