|
2016-09-22 14:20:24, 648 ნახვა
საზოგადოება
თამარ ჟვანია იან კელის შეხვდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა. თამარ ჟვანიამ იან კელის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდაინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)