|
2015-03-13 12:30:10, 1412 ნახვა
ეკონომიკა
პირველად ტექნიკის ბაზარზე „ტექნო ბუმი“ შიდა განვადებას იწყებს
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ კიდევ ერთი უპრეცედენტო შეთავაზებით გამოდის და პირველად ტექნიკის ბაზარზე შიდა განვადებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ხვალიდან ტექნო ბუმი მომხმარებლებს აძლევს შანსს, შეიძინონ სმარტფონები, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ღირებულების 50%-ზე ისარგებლონ 24 თვემდე 0%-იანი შიდა განვადებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, განვადება მარტივად, ყოველგვარი ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და დამატებითი საბუთების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით 5 წუთში ადგილზე მტკიცდება. განვადებით სარგებლობა კი შეუძლია ყველას, 18 წლიდან სამსახურის მიუხედავად. „ტექნო ბუმის“ ინფორმაციით, კომპანიის ინოვაციური შეთავაზება ამ ეტაპზე სმარტფონებსა და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდება, ეტაპობრივად კი მომხმარებელი შიდა განვადებით „ტექნო ბუმის“ ქსელში წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ტექნიკაზე ისარგებლებს. შეგახსენებთ, რომ „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ტექნო ბუმში ყველაზე მეტი შენაძენი ექნება, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. შიდა განვადებით სარგებლობა „ტექნო ბუმის“ შემდეგ ცენტრებშია შესაძლებელი: თბილისში, რუსთავში, ფოთში, თელავში, ლანჩხუთსა და ბათუმში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)