07:07 - 23 May, 2026
|
2016-09-22 11:20:01, 1092 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია გარდაიცვალა
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია გუშინ სტამბოლში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტარიელ ფოცხერიას მძიმე დაავადება ჰქონდა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა. ამის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. ცნობისთვის, "კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია, იგივე "ტარასა" "ციხის ბუნტის" ბრალდებით 2007 წელს უკრაინაში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა, სადაც მას ბრალად "კანონიერი ქურდობა" და თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა წაუყენეს. შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2014 წელს, ისევ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)