|
2016-09-20 18:33:09, 4069 ნახვა
კულტურა
გიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით მოეწყო. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი კასპის პირველი გიმნაზიის ბაზაზე გაიხსნა, რომელიც დღეს იმ შენობაშია განთავსებული, სადაც საბჭოთა პერიოდში მილიცია ფუნქციონირებდა. სწორედ საბჭოთა მილიციის სარდაფში, განლაგებულ საკნებში ხდებოდა საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი პირების დაკავება, დახვრეტა და წამება. „დღეს ამ საკნებს პირვანდელი სახე დაუბრუნდა და მასში მუზეუმი მოეწყო, სადაც რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები განთავსდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგები და გაითავისონ რომ მშვიდობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მუზეუმის გახსნის თანადაფინანსება განეხორციელებინა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)