|
2016-09-20 16:23:49, 813 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლების ძირითადი თემები იყო საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მედიისწარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლებისჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისოგამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსისგამოყენება. ტრენინგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისოფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთაასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელეს. ტრენინგებს უძღვებოდნენ IFES-ის ექსპერტი, ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლები. სამდღიანი სწავლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრენინგში კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის 75-მა რეგინული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ და რადიო) წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)