|
2016-09-19 20:03:59, 891 ნახვა
საზოგადოება
“მოყვარულთა თასი 2016“ - წალენჯიხასა და ქარელში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, გამარჯვებული ორ მუნიციპალიტეტში, ქარელსა და წალენჯიხაში გამოვლინდა. 16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქარელის "იბერია" და „აგარა-ქვენატკოცა“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ქარელის "იბერიამ" 5-3 ძლია „აგარა-ქვენატკოცას“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფინალური მატჩი 15 სექტემბერს გაიმართა და ობუჯის „ქიაჩმა“ 2-1 დაამარცხა „ნაკიფუ“. 1 7-21 სექტემბრიდან „მოყვარულთა თასი 2016“ სტარტს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იღებს და სექტემბრის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გამოვლინდება. მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)