|
2016-09-19 17:03:13, 646 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე ლექტორმა და სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, მოქმედმა ლექტორებმა-ზაალ მიქაძემ და გია ნიკოლეიშვილმა, ასევე ყოფილმა ლექტორმა, "ელექტროდინამიკური ინჟინერინგის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მოქმედმა ხელმძღვანელმა ფირან კობიაშვილმა და სტუდენტმა გიორგი მოდებაძემ შიმშილობა დაიწყეს. როგორც ფირან კობიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, შიმშილობის აქციას გამაფრთხილებელი სახე აქვს და იმ შემთხვევაში, თუ რექტორი არ გადადგება, მასშტაბური შიმშილობები დაიწყება. კობიაშვილის თქმით, არჩილ ფრანგიშვილმა აკადემიურ საბჭოს რექტორად თავი კანონის დარღვევით, მესამე ვადით აარჩევინა: "თუ ამ დღეებში არ მოეგო გონს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ვართ ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში და ვიქნებით მანამდე, სანამ არ გადადგება არალეგტიმური რექტორი.მან დაარღვია კანონი, მესამე ვადით აარჩევინა საბჭოს თავისი თავი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ მას არ აქვს უფლება, ორ ვადაზე მეტით იყოს რექტორი. კანცლერმაც ასე ქნა. მე-12 წელია, კანცლერია, ისიც მესამე ვადით აირჩიეს.სწავლის პროცესი ნულზეა დაყვანილი და არანაირი წინსვლა არ ხდება უნივერსიტეტში. ამ ადამიანმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. უნდა ადგეს და წავიდეს",-აღნიშნა ფირან კობიაშვილმა და დასძინა, რომ 13 წელი ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო, თუმცა პროტესტის გამოთქმის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)