|
2016-09-19 14:11:38, 678 ნახვა
საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია გლდანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტონ კომპანია გუშინ ღამით გლდანში მომხადრ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება დაწყებულია და მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზე გადაყვანილი. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ახმეტელის მეტროსთან მუნიციპალური მორიგე ავტობუსი, რომელსაც ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში, ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. შედეგად, ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი",-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)