|
2016-09-19 13:17:27, 830 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ბერძენიშვილის ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს, აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდეს
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, შესრულდეს ცნობილი ხელოვანის უკანასკნელი სურვილი და დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველი განთავსების ადგილს დაუბრუნდეს. განცხადებას ამის შესახებ კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გადმოგცემთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის და ოჯახის თხოვნას: ბატონ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი გახლდათ დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსება თავდაპირველ ადგილზე. გთხოვთ, ძეგლის დაბრუნება მიეძღვნას ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას“, - ნათქვამია მიმართვაში. მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ვარდების მოედნიდან 2005 წელს, მოედნის რეკონსტრუქციის დროს გადაწყდა. ძეგლი ამჟამად ქალაქის შემოსასვლელში, დავით აღმაშენებლის ხეივანში დგას. ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში 17 სექტემბერს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)