|
2015-03-12 18:10:34, 1149 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ვიმედოვნებ, მომავალშიც ისეთი ავტორიტეტით ვისარგებლებთ, როგორიც დღეს გვაქვს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. მან ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ისაუბრა და ბანკის მიმართ ბოლო კვირებში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ქადაგიძის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი თავის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციას, სავალუტო რეზერვების სწორად მართვის თაობაზე, ეფექტურად ახორციელებს. ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი სწორი პოლიტიკა პარტნიორების მიერ აღიარებულია. სწორედ ამიტომ, ქადაგიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკი მომავალშიც იმ პოლიტიკას გაატრებს, რასაც დღეს ახორციელებს. "ჩვენ მომავალშიც გავატარებთ ამ პოლიტიკას რომელსაც ვატარებთ და რომელიც სწორია და აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ მომავალში გავაგრძელოთ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობა, რომელიც გვაქვს დღეს",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)