06:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 13:36:44, 654 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: ბადრი ბასიშვილს გორში ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გორში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს

 „ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს და თითქოს სურს, არჩევნები ჩატარდეს ცივილიზებულად, მაგრამ მეორე ხელით იქცევა სრულიად ველურად. გორში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ. ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს დაახვედრა ზონდერები, კონკრეტულად დაახვედრა მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში და მას დავალებული აქვს ამ ზონის კონტროლი. მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით ისინი ცდილობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ შეეშვათ სოფელში და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics