|
2016-09-16 20:11:43, 773 ნახვა
საზოგადოება
„ოცნება“ - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში
გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს. კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება", - ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის, შტაბის ტერიტორიაზე საპატარულო პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)